მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

5ce6e84d787ad
ლიკა გურაბანიძე
23.05.19 22:35
3083
"საქართველოს ბიუჯეტის 50% დამოკიდებულია 300 კომპანიაზე, საიდანაც ყოველი მეორე, ურთიერთდაკავშირებულია – ეს ნიშნავს, რომ 150 ბიზნესკომპანიაზე არის დამოკიდებული ქვეყნის ბიუჯეტის 50%-ი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "რეაქციაში" განაცხადა.

"ასეთი ტიპის მემკვიდრეობა გვერგო. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მინიმალური იყო. მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდა უფრო მეტი გადასახადი, ვიდრე მსხვილ ბიზნესს. შეეკითხეთ ნებისმიერ მეწარმეს, ისინი ამას დაგიდასტურებენ", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე განმარტებით, მსხვილი ბიზნესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საუბარი სიღარიბის დაძლევაზეა, ეს მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე საქართველოში არ მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები