მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: საქართველოში მედიაციის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება

5c8792eed92ac
თათია ჩაფიჩაძე
12.03.19 14:55
908

საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე მუშაობა იწყება.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მედიაციის ინსტიტუტი მცირე დავების სწრაფად გადაჭრას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ სასამართლოებს განტვირთავს.

"დღეს იუსტიციის სამინისტროს განსახილველად შემოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ახალ ინსტიტუტს ჩამოაყალიბებს. ვსაუბრობ მედიაციის ინსტიტუტზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი სასამართლოსთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად მიიჩნევს პროცესის ხანგრძლივობას, რასაც სასამართლოების გადატვირთულობა განაპირობს და მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით, სასამართლები გათავისუფლდებიან მცირე დავებისგან. დავების გადაჭრა მოხდება მოკლე დროში.

ამასთან, ჩემთვის ამის შემოღებას აქვს მეტი დატვირთვა. ჩვენ შარშან წლის ბოლოს ხელი მოვაწერეთ საერთასორისო არბიტრაჟთან მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვექნება საშუალება თბილისი გახდეს რეგიონალური ცენტრი არბიტრაჟის თვალსაზირისით და დღევანდელი ინიციატივით, არბიტრაჟს დაემატება მედიაცია. მე დარწმუნებული ვარ, რეგიონში საქართველო იქნება როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის თვალსაზრისით ლიდერი და რეგიონალური ცენტრი, რომელიც ამავე დროს არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო იყოს რეგიონში ეკონომიკური ცენტრი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები