მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: სასამართლო რეფორმა მიდის თანმიმდევრულად, მე-4 ტალღისთვის ვემზადებით

5f54eccadafc2
თელარა გელანტია
06.09.20 18:04
678
სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით, ქვეყანაში პროგრესია.

„სასამართლოს მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სასამართლოს რეფორმები ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად. იცით, რომ ახლა მე-4 ტალღისთვის ვემზადებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არის. დღეს ეს პროგრესი აბსოლუტურად ნათელია, თუ ვადარებთ გუშინდელ დღეს. რა თქმა უნდა, ხვალ ეს პროგრესი იქნება კიდევ უფრო მეტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.