მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: შეიძლება „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ

5f7d81f6729ff
თელარა გელანტია
07.10.20 13:23
1296
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველო რჩება „მწვანე ქვეყნად“. დღეს საქართველო სხვებთან შედარებით ეფექტიანად მართავს პანდემიის ეტაპს; ესეც არ არის განმსაზღვრელი ჩვენთვის - შეიძლება ხვალ დავკარგოთ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი, ზეგ ისევ მოვიპოვოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი - მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე - არ დაგვჭირდეს შეზღდვების დაწესება, რომელიც, ასევე, სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრფ აღდგენას და მესამე - სწრაფად და ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები