მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ტექნიკის მაღაზიებში შიდა განვადებებზე: არ ვიცი, რამდენად კანონსაწინააღმდეგოა

5ca5e0cc1c358
სალომე მეცხვარიშვილი
04.04.19 14:44
5377
არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩვენი კანონმდებლობა ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კითხვა ახალ საბანკო რეგულაციებს შეეხებოდა, რომლის ფარგლებშიც განვადებებისა და იპოთეკური სესხების აღება გაჭირდა, ტექნიკის მაღაზიები კი შიდა განვადებებზე გადასვლას აპირებენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად ჰქონდა ეს რისკები გათვლილი მთავრობას, როდესაც რეგულაციებზე მუშაობდა, რადგანაც არის რისკი, რომ არასაბანკო დაწესებულებებმა საბანკო საქმიანობა დაიწყონ.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობას ეს რისკები გააზრებული ჰქონდა.

“თითოეული რისკი იყო გაანალიზებული. მესმის, რომ ბიზნესი არის პროაქტიული, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ბიზნესი არ ითმენს და არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

რაც შეეხება განვადებებს მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩვენი კანონმდებლობა ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს”,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები