მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: "უკვე დავასრულეთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების დაკონტრაქტება"

5d4413b91eb60
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.19 14:41
646
საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტი არის უნიკალური არამხოლოდ საქართელოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. აღნიშნულ საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

“აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენბელობაზე.

ჩვენ რომ ავიღოთ მთელი საქართველოს სივრცითი განვითარება, ეს იყო კომპონენტი, რომელიც იყო ყველაზე კაპიტალინტენსიური, ყველაზე ძვირი და ძალიან რთლი საინჟინრო თვალსაზრისით.

ამ კონტრაქტის ხელისმოწერის შედეგად, უკვე დავასრულეთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების დაკონტრაქტება, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს.

ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრატსრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბის პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ შევამციროთ სიღარიბე და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის.

ეს იქნება უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ხელოვნურ ნაგებობას მოიცავს, მათ შორის 9-კილომეტრიან გვირაბს, რომლის სიგანე არის 15 მეტრი და ეს არ არის უნიკალური მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, ეს იქნება უნიკალური პროექტი ფაქტობრივად მთელი მსოფლიოსთვის”,- აცხადებს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები