მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "ვალების განულებაზე": საბანკო და საფინანსო სექტორი გაჯანსაღდება

5bf26587a641d
BM.GE
19.11.18 11:25
1333
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძსი განცხადებით, ვალების ჩამოწერის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა ასობით ათას ადამიანს მიეცემა, რაც „უფრო მდგრადს გახდის ქვეყნის ეკონომიკას, საბანკო და საფინანსო სექტორს კი უფრო ჯანსაღს“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჯამში 1.5 მილიარდი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს. საუბარია საბანკო და არასაბანკო კომპანიებში დაგროვილ დავალიანებებზე.

„მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და როგორც საბანკო ისე არასაბანკო კომპანიებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია და მივედით გადაწყვეტილებამდე. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ ქართუს.

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების 95% შედგება სესხებიდან რომელთა ძირი არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე. ჯამში საუბარია მილიარდ ნახევარ ლარზე. ეს დავალიანება უნულდება მოსახლეობას. ამ კატეგორიაში შედის ათასობით სოციალურად დაუცველი. ვალების განულება დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.

ამ 600 000 მოქალაქის ვალდებულებების განულებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა სამომავლოდ ვალებისგან გათავისუფლებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზრდება“, - ამბობს პრემიერი.

ამასთან, მისივე თქმით მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. „მევახშეებისგან დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაზეც“.

მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეებისგან უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა და ამ ნაწილზე აქტიურად ვმუშაობთ და იმედია დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ. გავაგრძელებთ მუშაობას რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება ასეულობით ათას მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, - ამბობს ბახტაძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები