მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე: საქართველოს გარეშე ამ პროექტში რუსეთის შემოერთება გამორიცხულია

5cd56a23e0d23
ლიკა გურაბანიძე
10.05.19 16:08
580
„რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს მათი სუვერენული უფლებაა თავის ტერიტორიაზე რას და როგორ ააშენებენ,“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში რუსეთიც ერთვება.

ბახტაძის თქმით, ამ პროექტში საქართველოს პოზიცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დანარჩენი ორი ქვეყნის და საქართველოს თანხმობის გარეშე ამ პროექტში არანაირი ცვლილებები არ შევა.

„ამ პროექტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ბუნებრივია ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ არის ის, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება მოხდეს.

ფაქტი არის ერთი, რომ საქართველოს გარეშე ამ პროექტში რუსეთის შემოერთება გამორიცხულია.

გარდა ამისა, არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება, აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველო, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამივე ქვეყნის თანხმობის შემთხევაში რუსეთის ფედერაციის შემოერთება შესაძლებელია,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში თანამშრომლობის თაობაზე. რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი კოორდინირებულ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზეც ითვალისწინებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები