მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის დაანონსებული საგადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანია, - ანი კვარაცხელია

5e6cdd9789f08
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.20 17:00
1448
ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია პრემიერის მიერ კერძო სექტორისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებულ შეღავათებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ რთულ პერიოდში კომპანიებში ეს ნაბიჯები გააჩენს საბრუნავ კაპიტალს.

"კორონავირუსის ეფექტი საქართველოში ყველაზე მეტად შეეხო ტურიზმს და ეს ყველაფერი აისახება დოლართან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. მივესალმები გადასახადების კუთხით პრემიერის მიერ გაჟღერებულ საშეღავათო პირობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტი საბრუნავი კაპიტალი გაჩნდეს კომპანიებში, ისინი გადარჩნენ და მუშახელი შეინარჩუნონ. სახელმწიფოს მხრიდან იყო მსგავსი ტიპის მოთხოვნა, თუმცა სასტუმროები გააკეთებენ იმას, რაც სურთ, თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის მიხედვით", - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე დიდია და ამისთვის ჩინეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც ეპიდემია პირველად გავრცელდა და რის გამოც, ქვეყანაში წარმოება შეჩერდა.

"ჩვენ მაგალითისთვის გვაქვს ჩინეთი, რომელმაც ეს პროცესი უკვე გაიარა - იქ კორონავირუსის გამო დაიხურა ქარხნები და ახლა ისევ იხსენება. დაახლოებით 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია, თუმცა ჩინეთის ეკონომიკას საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია და ეს პერიოდი კიდევ გრძელდება. თან ისეთ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, რომელსაც აქვს აურაცხელი რაოდენობა როგორც მუშახელის, ასევე რესურსის. ჩვენთვის ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს", - აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა.

ანი კვარაცხელიას შეფასებით COVID-19 ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებზე იმოქმედებს და მარტიდან ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები