ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერ მინისტრის დავალებით რამდენიმე საათში ის, ჯანდაცვის მინისტრთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრაზე ჩავლენ.
თურნავას თქმით, რადგან დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა, ისინი მხარეებს შორის უშუალოდ მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან.
„მე მივიღე დავალება პრემიერ მინისტრისგან, მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, განათლების სამინისტრო, უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და ჩავერთვებით ადგილზე მედიაციის პროცესში. სახელმწიფო პირველივე დღიდან არის მედიაციის პროცესში ჩართული შრომის ინსპექციის სახით.
ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ოროვე მხარეს, რათა მათ გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი, რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორომანული გადაწყვეტა ამ საკითხების.
ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმანულ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიური საკითხია, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენ რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება განიმუხტოს“-აცხადებს ნათია თურნავა.

























