მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის დავალებით, ნათია თურნავა დღეს სავაჭრო ობიექტებს შეხვდება

5e6b691501cf5
ელენე გოგბერაშვილი
13.03.20 15:30
685
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა პრემიერ მინისტრის დავალებით დღეს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, მათ იმედი აქვთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ინდუსტრია მთავრობას გვერდით დაუდგება.

„მე პრემიერ მინისტრის დავალებით ვხვდები დღეს სავაჭრო ობიექტებს, რადგან ჩვენი ამოცანაა ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ ობიექტებს და ისეთ ბიზნესებს, სადაც თვითონ ამ ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან. ეს არის სავაჭრო ობიექტები, ეს შეეხება საზოგადოებრივ კვების ობეიქტებს, ეს შეეხება თუნდაც სილამაზის სალონებს და მსგავს ობიექტებს.

უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმზე და საათებზე, ვიმსჯელოთ დამატებით ჰიგიენურ ნორმებზე და იმედი მაქვს, ინდუსტრია გვერდით დაგვიდგება“-განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები