მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ინიციატივით, რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები კოვიდ-რეგულაციების დაცვით გაიმართება - ადმინისტრაცია

61c415477953e
ინგა მურუსიძე
23.12.21 10:21
803
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 63-ივე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.

ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები