მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის შეხვედრა სამედიცინო ბიზნესთან - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გუშინ სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებს, რომელთა გადაჭრაც სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია. როგორია ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა და რაზე თანხმდება სახელმწიფო და კერძო სექტორი?

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინა კობახიძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები