მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორი წარადგინა

5b7a69dc72f12
BM.GE
20.08.18 11:11
713
პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს 7 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა. ამასთან, საკადრო ცვლილებები შეეხოთ გუბერნატორების მოადგილეებსაც.

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარებაა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ის გეგმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად და სრულყოფილად, რაც მთავარია მაღალ დისციპლინით. რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი კვალიფიკაცია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას.

მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ შალვა კერესელიძის კანდიდატურა. შალვა გახლავთ დუშეთში დაბადებული და კარგად იცნობს რეგიონის სპეციფიკას და პრობლემებს. მას დიდი გამოცდილება აქვს. მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა შევიტანოთ დამატებით ინკლუზიური განითარებას რეგონში.
ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე წარმოგიდნეთ შოთა რეხვიაშვილს.

სამცხე ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე წარმოგიდგენთ ბესიკ ამირანაშვილს. დღემდე ის შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე გიორგი ხოჯოვანიშვილს წარმოგიდგენთ. ის ბრუნდება სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან. ის კომპანია მაგთიკომში მუშაობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთი - ალექსანდრე მოწერელია. ისიც სახელმწიფო სტრუქტურებში კერძო სექტორიდან მოდის. მას აქვს პროექტები განხორციელებული სოფლის მეურნეობის სექტორში. საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორის მოადგილეებსაც. მის მოადგილედ დაინიშნება ნინო ვიბლიანი, რომელიც დღემდე სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.

გურია - ზურაბ ნასარაია. მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

იმერეთი - შავლეგო ტაბატაძე. ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან სწავლებებს. ის მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში“, - განაცხადა პრემიერმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები