მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი წარადგინა - გვჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები

5cb9a08d10e3b
ლევან თაღიაშვილი
19.04.19 14:14
567
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა წარადგინა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები სჭირდება. მისი თქმით, ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებების შესრულება მოუწევს.

„ჩვენ ახლა სწრაფი გადაწყვეტილებები გვჭირდება. გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შეხედულებით ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის რომელიც ქვეყანაშია და ასეთივე აღქმა აქვს ჩვენ საზოგადოებას. ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში არის ამბიციური და ძალიან მკაცრი, თუმცა მას აქვს სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“ - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები