მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ყაზახეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება მიულოცა

5c94a127cede0
თელარა გელანტია
22.03.19 12:46
435
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს პრეზიდენტის უფლებამოსილების დაკისრება მიულოცა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და აღნიშნა, რომ საქართველო ყაზახეთს მეგობარ სახელმწიფოდ და ძლიერ პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალს. მხარეები მიესალმნენ სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რომელმაც 2018 წელს 149 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე აღნიშნეს ტურიზმის კუთხით არსებული დადებითი დინამიკა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან სატელეფონო საუბრისას მამუკა ბახტაძემ ყაზახეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები