ნათია თურნავამ ამ თანამდებობაზე გიორგი ქობულია შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, დღეს პრემიერმა გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2018 წლის 14 სექტემბერიდან მუშაობდა.
მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:
2013 წ. აგვისტო - 2018 წ. სექტემბერი - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
2006 – 2013 წ.წ. - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
2005 წ. სექტემბერი - 2006 წ. ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
2005 წ. მაისი - სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2000 – 2005 მაისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
1998 – 2000 წ.წ. - თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
1997-2000 წ.წ. - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;
1994 – 1996 წ.წ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

























