ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან მამუკა ჯანგულაშვილი გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა დღეს, 14 აგვისტოს გამოსცა. მიზეზი უცნობია.
მამუკა ჯანგულაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს აღნიშნულ უწყებას.