მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა საქართველოს სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზის დავალება გასცა

5c75570962ddf
თელარა გელანტია
26.02.19 23:12
1831
უახლოეს პერიოდში საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, საჭიროა საკითხისადმი კომპლექსურად მიდგომა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

„უმოკლეს ვადებში ჩვენ შევიმუშავებთ საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმას. ამ საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გეგმის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც წამოადგენს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს და მას პირადად მე ვუხელმძღვანელებ. აქ იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„პრემიერ-მინისტრი დღესვე მისცემს კონკრეტულ დავალებას საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელებს, რომ საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზი და გაიწეროს სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები