მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმინისტრი: აშშ-ის მხრიდან ვიღებთ უპრეცენდენტო მხარდაჭერას

5b35dd9580015
სალომე მეცხვარიშვილი
29.06.18 11:18
406
აშშ-ის მხრიდან ვიღებთ უპრეცენდენტო მხარდაჭერას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განცახადა.
მისი თქმით, აშშ-ის კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ბახტაძის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსის და დატვირთვის მქონე საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან ვიღებთ უპრეცენდენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის, კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს, მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის“,- აცხადებს ბახტაძე.

აშშ-ის კონგრესმენებმა 26 ივნისს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები