მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერ–მინისტრმა გიორგი ქობულია გაათავისუფლა

5cb8a35e00caf
BM.GE
18.04.19 20:14
1744
პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია გაათავისუფლა.

შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმა მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო.

"მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით, ამისთვის არსებობს პრემიერ–მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მათ შეგიძლიათ მიმართოთ", – განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები