31 იანვარს მმართველი პარტიის ყრილობა ჩაინიშნა, რომელზეც თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი შემცვლელი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაასახელოს. წინასწარი ინფორმაციით პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება. ცვლილებების მოლოდინია სამთავრობო გუნდის შემადგენლობაშიც. რომელი მინისტრები დატოვებენ პორტფელებს და ვინ დაიკავებს მთავრობის მრგვალ მაგიდასთან ადგილს ეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს. ვიდრე მმართველი გუნდიდან კარგად ნაცნობი სახეები მთავრობაში გადაინაცვლებენ ან მათი შემოთავაზებული ხედვა შეფასდება უკვე ყოფილის ნამუშევარს კერძო სექტორი აფასებს. როგორ იმუშავა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ და რამდენად სარგებლიანი იყო მისი და მისი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო გადასახადების გადამხდელებისათვის