მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა

5b227920cecd6
BM.GE
14.06.18 18:17
1865
პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა . მამუკა ბახტაძე აქამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ის საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობდა.
36 წლის მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ასევე ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცილებას, მინისტრის პორტფელი მან 2017 წლის 13 ნოემბერს ჩაიბარა. იქამდე 2013 წლის აპრილიდან იკავებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას.

მამუკა ბახტაძე 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო. 2007-2008 წლებში - სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და 2005-2006 წლებში - სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი.

2018 წლის 4 აპრილის ფინანსური დეკლარაციის ანგარიშის მიხედვით, მის საკუთრებაშია მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14- ში მდებარე 355,05 კვ.მ-ის ფართის და ასევე მცხეთაში, კოსმონავტების ქ. 14- ში მდებარე 670 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მან 2016 წელს საჩუქრად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები