მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერს შეეშალა - ჩაის კულტურისა და მევენახეობის დარგის სუბსიდირება არ იგეგმება

5cd979e2e93c9
ელენე გოგბერაშვილი
13.05.19 20:35
4007
ჩაისა და მევენახეობის დარგის სუბსიდირების ინიციატივა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში აგროსაინვესტიციო ფორუმზე რამდენიმე დღის წინ, 11 მაისს გააჟღერა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ჩაისა და ვაზის აღსადგენად სუბსიდირებას მოახდენს.

Bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რა მოცულობის სუბსიდირებაზე იყო საუბარი, მაგრამ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, პრემიერი დარგის მხარდაჭერას გულისხმობდა.

„არანაირ სუბსიდირებაზე არ არის საუბარი. პრემიერმა იგულისხმა ჩაის გადარჩენისა და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის სახელმწიფო პროგრამები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერა“, - განმარტეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

რა თქვა პრემიერმა ზუგდიდში: „ჩვენ შევძელით და აღავდგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ ნიშნულამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით. სამეგრელოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები. სამწუხაროდ, არ არსებობდა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ეს პოტენციალი სრულად წარმოგვეჩინა. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ კუთხეში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები