ათი წლის გამოცდილების შემდეგ, დეველოპერული კომპანია Premium Group ახალ ეტაპს იწყებს. განახლებული ბრენდი, ახალი ხედვა და ამბიციური გეგმები - კომპანიამ ბათუმში განვითარების შემდეგი ნაბიჯები და ახალი პროექტი PARALLEL ბიზნესსექტორსა და პარტნიორებს სპეციალურ ღონისძიებაზე წარუდგინა. რას გულისხმობს კომპანიის დაბრუნება და რა სიახლეებს უნდა ელოდოს ბაზარი?






























