მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა "Cortex"-მა საბავშვო ხაზი დაამატა

5bca4a025de9a
მაია ბიწაძე
20.10.18 12:15
5316
ქართული პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა ბრენდმა - "Cortex" საბავშვო ხაზი დაამატა.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი დიდიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, უკვე მზად არის ბავშვის კედები, რომელიც გაყიდვაში უახლოეს დღეებში ჩაეშვება.

"ეს არის ერთი მოდელი - Space, ე.წ ფხრიწიანი კედი, რომელიც ქალისა და მამაკაცისთვის უკვე გვაქვს, საბავშვო კედი არსებული მოდელის პატარა ვერსიაა, რომელიც სხვადასხვაა ფერის იქნება. სამომავლოდ კიდევ დავამატებთ სხვა მოდელებს“, - განაცხადა გიორგი დიდიძემ.

საბავშვო ფეხსაცმელი ტყავისგან არის დამზადებული და მისი ფასი 145 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფეხსაცმლის საწარმო რამდენიმე თვის წინ 50 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა და ყველა კედი, რომელიც "Cortex"-ის ბრენდით იწარმოება, ხელნაკეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები