მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიუმ ლიზინგი - სანდო და მოქნილი ავტო დაფინანსების პლატფორმა

პრემიუმ ლიზინგი - სანდო და მოქნილი ავტო დაფინანსების პლატფორმა
25.06.26 16:24
160

ავტომობილის შეძენა დღეს აღარ არის მხოლოდ ფინანსური ტრანზაქცია, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს მოქნილობას, სანდოობას და მომხმარებელზე მორგებულ სერვისს. სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული პრემიუმ ლიზინგი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა როგორც გამარტივებული, მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტრუმენტი.

პრემიუმ ლიზინგის (Premium Leasing) შექმნის უკან დგას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჰოლდინგი, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს. მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ კომპანიას საშუალება მისცა უკეთ შეესწავლა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და შეექმნა ფინანსური პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის დაფინანსების მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს.

დღეს Premium Leasing მომხმარებლებს სთავაზობს გამარტივებულ სალიზინგო სერვისებს, რომლებიც ორიენტირებულია სწრაფ პროცესებზე, გამჭვირვალე პირობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე.

კომპანიის მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ეს პრინციპი განსაზღვრავს როგორც შიდა კულტურას, ისე პარტნიორულ ურთიერთობებს. Premium Leasing-ის მიზანია შექმნას ეკოსისტემა, სადაც მომხმარებელი, პარტნიორი და კომპანია ერთიანად ვითარდება.

ლაშა ერედელი, პრემიუმ ლიზინგის დირექტორი:

„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ბიზნეს ტენდენციებს და გვქონდა მზაობა, რომ საჭირო პროდუქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დაგვეწყო აქტიური საქმიანობა. სწორედ ასე დაიბადა Premium Leasing-ის იდეა. ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა მოთხოვნა მაღალი დონის სერვისზე და გამჭვირვალე პირობებზე, მაგრამ ეს არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანი გახდა, რომ მომხმარებლამდე მივიტანოთ მარტივი, გასაგები და სანდო ფინანსური გადაწყვეტა.“

სერვისები და მოქნილი პროდუქტები

Premium Leasing მომხმარებელს სთავაზობს ორ ძირითად მიმართულებას:

  • ლიზინგი - ახალი ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა
  • უკულიზინგი - თანხის მიღება საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით

როგორ მუშაობს ავტო ლიზინგი?

თუ გსურთ ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენა, მაგრამ არ გაქვთ ერთიანად საჭირო თანხა, ავტო ლიზინგი წარმოადგენს მოქნილ გადაწყვეტას. მომხმარებელი ირჩევს ავტომობილს, იხდის მხოლოდ საწყის შენატანს და შემდეგ თანხას ფარავს წინასწარ განსაზღვრული, თანაბარი გრაფიკით.

როგორ მუშაობს უკულიზინგი?

უკულიზინგი განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უკვე აქვს ავტომობილი, მაგრამ სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსი. კომპანია აფასებს ავტომობილს და გასცემს შესაბამის თანხას, ხოლო მომხმარებელი აგრძელებს ავტომობილის გამოყენებას.

ზრდა და სამომავლო ხედვა

მიუხედავად იმისა, რომ Premium Leasing ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშეა, კომპანიის განვითარება მკაფიო სტრატეგიას ეფუძნება.

ლაშა ერედელი, პრემიუმ ლიზინგის დირექტორი:

„ჩვენი მიზანია გავხდეთ ლიდერი კომპანია ავტო ლიზინგის მიმართულებით. ზუსტად ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და განვითარების მიმართულებები. გვჯერა, რომ Premium Leasing მალე გახდება მომხმარებლის რჩეული სალიზინგო კომპანია.“

Premium Leasing იქმნება იმ იდეაზე, რომ ფინანსური სერვისი უნდა იყოს მარტივი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი. ეს არის ბრენდი, რომელიც ცდილობს არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზებას, არამედ ახალი სტანდარტის შექმნას ქართულ ბაზარზე - სადაც მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის მომხმარებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები