თანასწორობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური და საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, რომელიც მას დაბადებიდანვე ენიჭება. „აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“, - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც ყველა ადამიანის თანასწორობა გარანტირებულია. დისკრიმინაცია კი შემდეგნაირად განიმარტება: ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო.
ბოლო 3 წელია, მარკეტინგში აქტუალური გახდა სიტყვა პრემიუმი, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად დისკრიმინაციულიც გახდა. ეტიმოლოგიურად რომ განვიხილოთ, სიტყვა პრემიუმს ლათინური (praemium) ძირი აქვს და ჯილდოს ან პრიზს გულისხმობს. მარკეტინგსა და ბიზნესში პრემიუმკლასის ბრენდი - ესაა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მაღალ ხარისხსა და ფასებს სთავაზობს. მართალია, პრემიუმ სეგმენტში ყოფნა, ამა თუ იმ კომპანიასა და ბრენდს, ერთი მხრივ, გამორჩეულს და დეფიციტურს ხდის, მაგრამ, მეორე მხრივ, დღეს, როდესაც მსოფლიო ცალსახად თანხმდება თანასწორობასა და ერთიანობაზე, მაშინ პრემიუმი მატერიალურ განსხვავებულობას უფრო უსვამს ხაზს და მომხმარებელს ეუბნება, რომ ეს მისთვის არ არის.
„გამოცდილებიდან და დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე არამეგობრული და დისკრიმინაციული სიტყვა, რაც შეიძლება მარკეტერმა გამოიყენოს. ამას აჩვენებს სარეკლამო აქტივობებიც. მაგალითად, სოციალურ ქსელში 2 იდენტური სარეკლამო ბანერი რომ გაავრცელო, რომელთაგან ერთ-ერთს დამატებით სიტყვა პრემიუმი აწერია, ამ სიტყვის ამსახველი ბანერის გავრცელება 3-ჯერ უფრო ძვირი ჯდება “, - განმარტავს "ლემონს ჯგუფის ”დამფუძნებელი და ბიზნეს განვითარების კონსულტანტი ირა მელიმონაძე და დასძენს, რომ სოლიდურმა კომპანიებმა სიტყვა პრემიუმი უნდა დაივიწყონ და მისი გამოყენების გამო, მომხმარებლებს ბოდიში მოუხადონ.
დაისმის კითხვა, ღირს თუ არა დისკრიმინაციული სიტყვა პრემიუმის გამოყენებისთვის, მინიმუმ, სამჯერადი ხარჯის გაწევა და ამასთანავე, მომხმარებლის მოლოდინის გაცრუება.
ირა მელიმონაძე: „რადგან ჩვენ მომხმარებელს ვპირდებით, რომ პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ, პრემიალური ხარისხის იქნება, იქ მომხმარებლის მოთხოვნა უფრო მაღალია, შესრულების დონეზე. რა თქმა უნდა, არსებობს პრემიალური პროდუქტები, ლაქშერი პროდუქტები, მაგრამ ამის ასეთი ხაზგასმა სიტყვა პრემიუმით და სიტყვა ლაქშერით უფრო მეტად ეჭვს იწვევს მომხმარებლების 80% - ში, ვიდრე კომფორტს. ამიტომ იმ კომპანიებს, რომლებიც ხშირად და აქტიურად იყენებენ სიტყვა პრემიუმს, ვფიქრობ, რომ რაღაც დროის მერე მაინც მოუწევთ ცვლილება “.
„ალფა სახლი ნუცუბიძეზე“, რომელიც მომხმარებელს კომფორტს, ჯანსაღ გარემოსა და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს, ბოდიშს იხდის სიტყვა პრემიუმის გამოყენების გამო და აცხადებს, რომ მას ხმარებიდან ამოიღებს. „ალფა სახლი ნუცუბიძეზე“ აქცენტს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, კომფორტულ და ეკომეგობრულ გარემოზე აკეთებს, რითაც კოვიდპანდემიით დამდგარ გამოწვევებსაც პასუხობს. ამასთანავე, „ალფა სახლი ნუცუბიძეზე“, რომლის მშენებლობა 2023 წლის იანვარში სრულდება, მომხმარებლებს გარანტიას აძლევს, რომ პროექტით შექმნილ კომფორტს 100%-ით შეიგრძნობენ, რადგან ის იქმნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ორიენტირებულია ცხოვრების ახალ სტილზე.
აქვე, „ლემონს ჯგუფის“ დამფუძნებელი მარკეტინგის ახალ ერაზე საუბრობს და 2022 პროგნოზს აკეთებს, რომლის თანახმად, გაისად, ძირითადი აქცენტი სწორედ ეკომეგობრულ, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოზე, კომფორტულ მომსახურებასა და მაღალი დონის სერვისებზე გამახვილდება.

























