მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

რუსთავში ქალთა კოლონიასთან პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების - "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ), "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" (IPI) და "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" (RSF) წარმომადგენლები მივიდნენ.

„ჩემს უკან არის ქალი, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ - ის არ არის მარტო“ – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიფსი გილენ კაიზერმა.

ცნობისთვის, ხვალ, 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები