საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების პარამეტრით ერთ-ერთი ლიდერია.
როგორც მარგველაშვილმა სასტუმრო "ჰუალინგში" კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, პირველ რიგში, პრეზიდენტმა ენერგოუსაფრთხოების კუთხით საქართველოს მშიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ევროპის ნაწილია. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპული და აზიური ბაზრების დამაკავშირებელი ჰაბია.
"ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის კეთების სიიოლის პარამეტრით, მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ. შეგვიძლია ვთქვათ დღეს, რომ სწორი პოლიტიკის კეთების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა, საქართველში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას, არა მცირე ბაზარზე, დავუშვათ სამმილიონიან, ან სამმილიონ ნახევრიან ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, საქართველოში ინვესიტირების შედეგად ბიზნესმენი გადის 2 მილიარდზე დიდ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. ეს დიდი გახსნილობა, დიდი პოტენციალია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

























