პრეზიდენტი ონლაინსესხებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელს მოაწერს და ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტს აქვს გარკვეული შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, თუმცა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმდა, რომ "ტექნიკური ხარვეზები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება". მელიქიძის თქმით, სწორედ ამ პირობით აწერს ხელს პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

























