საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის საკითხს არ დაესწრება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი facebook-ში წერს.
სხდომა დღეს, 12:00 საათზე, ბათუმში გაიმართება. "ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს