სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის მსურველ 4 კანდიდატს ეძებს. პრეზიდენტმა კონკურსი უკვე გამოაცხადა, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება. ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ წარდგენილი კანდიდატები ეროვნულ ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ოპოზიციაში კი აქცენტს კვალიფიკაციაზე აკეთებენ. გიგა ბენია ესაუბრა კანონმდებლებს. გიგა, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კანდიდატებს დეპუტატები?