წლის პირველ კვარტალში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ვიზიტებისთვის გაწეულმა სამივლინებო ხარჯმა 359 905 ლარი შეადგინა. აქედან ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის 10 065 ლარი დაიხარჯა, ხოლო საზღვარგარეთ ვიზიტებისათვის 349 840 ლარი.
გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მივლინებებზე ჯამში 442 503 ლარი დახარჯა.

























