მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრეზიდენტის ფონდიდან შეუსაბამო ღონისძიებები დაფინანსდა"

5acc4b0e33aa0
მეგი კავთუაშვილი
10.04.18 09:25
863
პრეზიდენტის ფონდიდან ისეთი ღონისძიებები დაფინანსდა, რაც საბიუჯეტო სახსრებით წინასწარ უნდა ყოფილიყო გაწერილი. დასკვნას აუდიტის სამსახარი აქვეყნებს, რომელმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტი ჩაატარა.

„2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 8 უმაღლესი სასწავლებლის 14 პროექტი, ჯამური თანხით 619,310 ლარი. საანგარიშგებო წლის ბოლოსთვის ათვისებულმა თანხამ შეადგინა 574,076 ლარი. სახსრები მიმართული იყო იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებს (პროექტები განხორციელდა 2015 წელსაც), არ წარმოადგენდა გაუთვალისწინებელ ხარჯს და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მათი გათვალისწინება შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის ასიგნებებში.“ - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ასეთ პროექტებს შორის მოხვდა: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“, „ვისწავლოთ ქართული“, „ნიადაგების მიკრობიოლოგიური პრობლემების შესწავლა“, „უცხოელი პროფესორების აკადემიური და სამედიცინო საქმიანობის ორგანიზება საქართველოში“.

აუდიტის განცხადებით, მსგავსი პროექტების შინაარსი არ შეესაბამება საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ, სარეზერვო ფონდებიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების მახასიათებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები