მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის გარდა, საქართველოს ხელისუფლების დანარჩენი ხელმძღვანელები პრაგმატულები არიან - ასლან ბჟანია

ბჟანია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პრაგმატულია, პრეზიდენტი - არა. განცხადება ასლან ბჟანიამ TASS-თან გააკეთა. 

“თუ პრეზიდენტს ყურადღებას არ მივაქცევთ, საქართველოს ხელისუფლების დანარჩენი ხელმძღვანელები, მათი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, პრაგმატულები არიან. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ჟენევის დისკუსიებით შედეგს მივაღწიოთ. ვფიქრობ, ისინი ხვდებიან [საქართველოს მთავრობას], რომ  მშვიდობა როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების წინაპირობაა”, - განაცხადა ბჟანიამ.

ასლან ბჟანიას თქმით, აფხაზეთს სურს, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს. 

“თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ჩვენ გადავხედავთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოსთან”, - განაცხადა ბჟანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები