მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტის მრჩეველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციას შეხვდა

57750b6253e3b
BM.GE
30.06.16 16:05
1138
პრეზიდენტის მრჩეველს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციამ სექტორის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორს და გამგეობის წევრებს შეხვდა.
 
მაია მელიქიძე იმ პრობლემებს გაეცნო, რომელიც სექტორის წინაშე დგას და რომელსაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსაფინანსო სექტორი სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი დამკრედიტებელია და მეტწილად განაპირობებს აღნიშნული, უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებას, მით უფრო, რომ დასაქმებულთა 50 პროცენტზე მეტი სოფლის მეუნეობაზე მოდის, თავად მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია.

„იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სექტორის სტაბილურობა, გავეცანით იმ პრობლემატიკას, რომელიც მათ წინაშე დგას და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სიღრმისეულად შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ, რათა დროულად მოხერხდეს პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მიკროსაფინანსო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების აუცილებლობასაც.

მაია მელიქიძის განცხადებით, დარგობრივ ასოციაციებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები