მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ზუგდიდის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება

57c6c0d27c38b
BM.GE
31.08.16 14:52
1281
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება. პროექტი "რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.  შესაბამის მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტმა უნივერსიტეტში სტუმრობისას, სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

"ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაში და რეგიონული ინტელექტუალური რესურსის სრულად გამოყენებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია თავმოყრილი. ასე ცხოვრობდა ჩვენი სახელმწიფო 100 წლის წინაც, როცა ინტელექტუალური პროცესი არ იყო კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში და ეს პროცესი მიმდინარეობდა რეგიონებში და სწორედ რეგიონი იყო ის, საიდანაც ივსებოდა ჩვენი ქვეყნის სულიერი და სამეცნიერო ცხოვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები