მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაზე ფინანსთა სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს

5c0a61b51ef01
თელარა გელანტია
07.12.18 16:02
794
ფინანსთა მინისტრის მოდგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხზე არჩეულ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციები გაიმართება.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ამ საკითხებზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.

„ჯერჯერობით, არაა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული; ამ ეტაპზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა არაა გათვალისწინებული, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 6 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ამაზე გრძელდება კონსულტაციები და საბოლოო ვარიანტში ასახული იქნება ის თანხა, რაც ამ კონსულტაციების შედეგად ახალ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის: მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა არაა გათვალისწინებული; პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება კი, 9 800 000 ლარიდან 6 000 000 ლარამდე მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები