საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
"6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.