საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.
„შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

























