მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტმა გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე სებ-ის საბჭოს წევრებად წარადგინა

BM.GE
17.05.19 15:57
1025
მნიშვნელოვანია ვინ შევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში. 2 ადგილი საბჭოში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს 2 წევრს – ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. მისგან ეროვნული ბანკის საბჭოს შესაძლო წევრებად უკვე დასახელდნენ გიორგი მიროტაძე და გიორგი ხიშტოვანი.

სტუმარი: ტარიელ გვალია - დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაცია; თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები