სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა.