დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე.
მისი მოსაზრებით, პრიგოჟინის სიკვდილი აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.
„პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და გარდაცვლილ „ვაგნერელებისადმი“ მისი აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ უბრალოდ „ნათლიას“ ფურცლებიდან აქვს აღებული.
ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენ თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ რჩეულს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი, ტკბება თავისი დაუნდობლობით.
ეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში პუტინთან მოლაპარაკებით მშვიდობა ვერ დამყარდება“, – ამბობს ჯონსონი.