დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის ყოფილი მემკვიდრის, პრინც ჰარის წიგნმა გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა.
მემუარი სახელწოდებით „Spare”(სათადარიგო) დებიუტის პირველივე დღეს ბესტსელერი გახდა და მსოფლიოს მასშტაბით მისი 1.4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
პრინცი ჰარის წიგნმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მემუარის, „აღთქმული მიწის“ რეკორდი მოხსნა, რომლის დებიუტის დღეს 887,000 ეგზემპლარი გაიყიდა.
წიგნში პრინცი ჰარი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს, თუ რა გზის გავლა მოწია მას და რატომ გახდა იძულებული სამეფო ოჯახს განშორებოდა.
სათაური „სათადარიგო“ ბრიტანულ ტრადიციაზე მიუთითებს, რომელიც გულისხმობს, რომ სამეფო ტახტის პირდაპირ მემკვიდრეს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სათადარიგო ჩამნაცვლებელი, რის როლსაც პრინცი ჰარი წლების განმავლობაში ასრულებდა, თუმცა 2020 წლიდან მან ოფიციალურად დათმო აღნიშნული პოზიცია და სამეფო ოჯახს განუდგა.