მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინცი ჰარი Silicon Valley-ის ერთ-ერთი სტარტაპის გუნდს უერთდება

605b8bf9d2bc8
თამთა ჯიჯავაძე
25.03.21 00:21
814
ბრიტანეთის პრინცი ჰარი კორპორაციულ ამერიკას უერთდება და Silicon Valley-ის სტარტაპ BetterUp-ში იწყებს მუშაობას. ჰარი აღნიშნული კომპანიის ზეგავლენების მთავარი ოფიცერი გახდება. ეს მენეჯერული პოზიცია არ არის, თუმცამნიშვნელოვანია პოზიციაა იმ კუთხით, რომ მისი მოვალეობა პროდუქტის სტრატეგიის გადაწყვეტილებებთან და საქველმოქმედო ნაბიჯებთან დაკავშირებით ინიციატივების წარდგენა იქნება. ასევე პრინცი საჯაროდ გაუწევს ადვოკატირებას მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცნობისთვის, სტარტაპი BetterUp-ი მომხმარებელს მენტალური ჯანმრთელობის კუთხით დახმარებას და ვარჯიშს სთავაზობს. სტარტაპის საბაზრო ღირებულება $1.73 მილიარდს შეადგენს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი ალექსი რობიჩო ამბობს, ჰარი მას გასულ წელს მეგობარმა გააცნო. მისივე თქმით, პრინცის როლი სტარტაპში შინაარსიანი იქნება.

რაც შეეხება ჰარის ანაზღაურების საკითხს, კომპანიის ხელმძღვანელს ამასთან დაკავშირებით დეტალები არ გაუსაჯაროებია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 26 წლის ჰარის ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან დაფინანსება ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში შეუჩერდა. როგორც მან აღნიშნა, მისი ერთადერთი შემოსავალი დედის მემკვიდრეობაა.

ჰარის არაერთხელ ღიად აღუნიშნავს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ჯერ კიდევ 2017 წელს მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში პანიკური შეტევებით იტანჯებოდა. სასექსის ჰერცოგი მხოლოდ 12 წლის იყო, როდესაც დედა, ლედი დაიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები