მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინტ კონკურსი კიბერუსაფრთხოებაზე

BM.GE
10.05.21 10:36
743
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG მიერ ერთობლივი პრინ კონკურსის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. მათ ვინაობასაც აუცილებალდ გაგიზიაებთ და იქამდე მოკლედ კონკურსის შესახებ, რომლიც მთავარი ამოცანაც საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება იყო. ეს კი თავის მხრივ გულისხმობს, ყველა მოწყობილობის დაცვას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განვკარგავთ და რა თქმა მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაციის დაცვას. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საინფორმაციო პოსტერი, რომელიც მოქალაქეს მოუწოდებს სიფრთხილისკენ საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას.

შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი 4MEDIA-ს პრინტმა მოიპოვა, ხოლო ACAG-ის სარეიტინგო სისტემაში საკუთარი შედეგი 22.5 ქულით გააუმჯობესა. სააგენტოს ნამუშევარი თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში განთავსდება. მეორე ადგილის მფლობელი Kraken გახდა. ამავდროულად, ACAG-ის რეიტინგში სააგენტოს მაჩვენებელი 10.5 ქულით გაიზარდა.

სტუმრები: ნინი სიმონიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი; გიორგი მდივანი - 4MEDIA, კრეატიული დირექტორი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები