მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინცი უილიამის თქმით, მისი გამეფების შემდეგ, სამეფო კარზე ცვლილებებს გეგმავს

uk

პრინცი უილიამის თქმით, მისი გამეფების შემდეგ, დღის წესრიგში ცვლილებებს დააყენებს - ამის შესახებ ბრიტანელმა მონარქმა იუჯინ ლევის სამოგზაურო გადაცემა The Reluctant Traveller-ში, უინძორების სასახლის ტურის დროს ისაუბრა.

კითხვაზე, დაიძვრება თუ არა მონარქია ოდნავ განსხვავებული მიმართულებით, მისი მეფედ გახდომის შემდეგ, მან უპასუხა: "ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებები ჩემს დღის წესრიგშია".

"ცვლილებები კარგი მიმართულებით, რასაც სიხარულით ვიღებ. ამ ცვლილებების არ მეშინია. არ ვსაუბრობ რადიკალურ ცვლილებებზე, თუმცა აუცილებელია, რომ რაღაც შეიცვალოს", - განაცხადა მან.

პერსონალურ ინტერვიუში უილიამმა სამეფო ოჯახის პრობლემებსა და მათთან გამკლავების ფორმებზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ გასულ წელს კეიტ მიდლტონისა და მეფე ჩარლზ მესამის კიბოს დიაგნოზთან ბრძოლა რთული იყო. სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა პრინცმა ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ არ სურს, იგივე შეცდომები დაუშვას, რაც მისმა მშობლებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები