ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ენერგიის სიჭარბის დროს, სადგურების გათიშვის პრიორიტეტულობა კვლავ დავის საგანია. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ენერგიის სიჭარბის შემთხვევაში, პრიორიტეტი ჰესებს უნდა მიენიჭოს და ჰიდროელექტროსადგურების მუშაობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეჩერდეს. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს, ენერგეტიკულ ქსელში ენერგიის ჭარბად წარმოქმნის ან დისბალანსის შემთხვევაში, მზისა და ქარის ელექტროსადგურები სისტემიდან პირველ რიგში, გაითიშოს ან სიმძლავრე შეუმციროს. რასაც მზისა და ქარის ენერგიის სექტორი აპროტესტებს. რა არგუმენტები აქვთ სექტორში და რატომ დადგა დღის წესრიგში შეზღუდვების შემოტანა?


































