მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრივატბანკმა“ და „ოშადბანკმა" "საკრედიტო არდადეგები" გამოაცხადეს

621f6f5e3f394
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 21:10
2632
უკრაინაში მოქმედმა „პრივატბანკმა“ და „ოშადბანკმა“ სამომხმარებლო სესხებზე "არდადეგები" გამოაცხადეს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ბანკების პრესსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „პრივატბანკმა“ ფიზიკური პირებისთვის ქეშ-კრედიტების, განვადებისა და პროგრამების „ბინა კრედიტით“ და „ავტო-განვადების“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება 1-ელი მარტიდან გამოაცხადა.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, სავალდებულო მინიმალური გადახდის გარეშე შეღავათიანი ხელშეკრულების პირობებით მოსარგებლე პირები, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გადახდებს გრაფიკით განახორციელებენ, ბანკი მათ ვადაგადაცილებაში არ გადაიტანს და ჯარიმებს არ დააკისრებს. სესხის გადავადების პერიოდში, მომხმარებელს გადასახადის დაფარვა ყოველთვიურადაც შეეძლება. თუ ეს შეუძლებელი იქნება, ფიზიკურ პირს 2022 წლის 1-ელ ივნისამდე დარიცხული პროცენტის გადახდა ერთიანად ან სესხის ვადის ბოლომდე დარჩენილ ყოველთვიურ გადასახდელებზე გადანაწილებით შეეძლება.

ბანკში აღნიშნეს, რომ საკრედიტო არდადეგების პირობები დაზღვევაზე არ ვრცელდება და გადახდები გრაფიკის მიხედვით უნდა განხორციელდეს.

მომხმარებლისთვის საკრედიტო არდადეგები უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით, Oschadbank-მა 2022 წლის 1-ელი მარტიდან 31 მაისამდე ყველა სასესხო პროდუქტზე დააწესა.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, მსგავს სესხებზე გადახდები და ნებისმიერი სახის ჯარიმები აღნიშნულ პერიოდში გაუქმდება.

რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, მანქანის სესხებს და ფულად სესხებს, ასეთი მსესხებლები 1-ელი მარტიდან 31 მაისამდე სესხის ძირისა და პროცენტის გადახდისგან თავისუფლდებიან.

„საკრედიტო არდადეგები ავტომატურად იწყება, მათი დანერგვისთვის თქვენ არ გჭირდებათ ბანკთან დაკავშირება“, - აცხადებენ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები